მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი შეიძლება ზამთარში ჩატარდეს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი საუდის არაბეთში არა ზაფხულში, არამედ შეიძლება ზამთარში გაიმართოს.

"ტაიმსის" ცნობით, ამის მიზეზი ზაფხულში საუდის არაბეთში ძლიერი სიცხეა. ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მუნდიალი ზაფხულში არ ჩატარდა - 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში კატარში.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლები აშშ, მექსიკა და კანადა იქნებიან, 2030 წელს კი ექვს ქვეყანაში გაიმართება - არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი, მაროკო, ესპანეთი და პორტუგალია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარემ საერთოდ გააუქმეთ.
ქუთაისი
22:57 03-12-2024
2
არა ზამთარში [შეასწორეთყვით: ზაფხულში], არამედ შეიძლება ზამთარში გაიმართოს?!
ლაშა
22:48 03-12-2024
3

სიახლეები პოპულარული