შტეფან ლიხტშტაინერი "ნიცას" უახლოვდება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" 33 წლის შვეიცარიელი მცველი შტეფან ლიხტშტაინერი საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოსაა.

მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" "მილანიდან" მატეა დე შილიო გადაიბირა, "ბებერ ქალბატონს" შვეიცარიის ნაკრების მცველი შტეფან ლიხტშტაინერი აღარ სჭირდება. იტალიური მედიის ცნობით, ლიხტშტაინერის ტრანსფერის თაობაზე მალე გამოაცხადებს ფრანგული "ნიცა". კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდება.

ლიხტშტაინერმა "იუვეში", ყველა ტურნირზე, 215 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. მან კლუბის შემადგენლობაში 12 ტიტული მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული