მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" "მილანიდან" მატეა დე შილიო გადაიბირა, "ბებერ ქალბატონს" შვეიცარიის ნაკრების მცველი შტეფან ლიხტშტაინერი აღარ სჭირდება. იტალიური მედიის ცნობით, ლიხტშტაინერის ტრანსფერის თაობაზე მალე გამოაცხადებს ფრანგული "ნიცა". კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდება.
ლიხტშტაინერმა "იუვეში", ყველა ტურნირზე, 215 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. მან კლუბის შემადგენლობაში 12 ტიტული მოიგო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"