ევროპული გრანდები "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ ერთიანდებიან

AutoSharing Option
ევროპული ფეხბურთის გრანდები, "ბარსელონას" ინიციატივით, "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ გაერთიანებას იწყებენ. ამ ინფორმაციას ფრანგული L'Equipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელებმა წამყვან ევროპულ კლუბებს პსჟ-ის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლისკენ მოუწოდეს. "ბარსელონას" მიაჩნია, რომ პარიზული კლუბი ფინანსური ფეარ-ფლეის წესების ავლით მოქმედების გამო ევროპულ ფეხბურთში სტაბილურობის მთავარი საფრთხეა.

ფრანგი ჟურნალისტების ინფორმაციით, "ბარსელონას" პოზიციას მიუნხენის "ბაიერნი" და ტურინის "იუვენტუსი" იზიარებენ. ეს კლუბები აპირებენ, პსჟ იზოლაციაში მოაქციონ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა იგულისხმება ამაში.

ამ საკითხის წამოწევის ინიციატორად "ბარსელონას" ხილვა მოულოდნელი არაა. "პარი სენ ჟერმენის" ფინანსური შესაძლებლობის მთავარი მსხვერპლი
ხომ სწორედ კატალონიური კლუბი ხდება, რომელსაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, ნეიმართან გამომშვიდობება უწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური ფეარ-ფლეის წესებისთვის გვერდის ასავლელად პსჟ-მა შემდეგი სქემა შეიმუშავა: ნეიმარი ერთ-ერთ ყატარულ კომპანიასთან 5-წლიან სასპონსორო შეთანხმებას გააფორმებს და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ელჩად ყოფნის სანაცვლოდ, 300 მილიონ ევროს მიიღებს. ამ თანხიდან 222 მილიონს ნეიმარი "ბარსელონადან" საკუთარი თავის გამოსასყიდად გამოიყენებს. ეს კი ნიშნავს, რომ პსჟ ფეხბურთელში ფულს არ გადაიხდის და ფრანგებს არც ფინანსური ფეარ-ფლეის წესების დარღვევა მოუწევთ. "ბარსელონას" კი მიაჩნია, რომ ასეთი სქემის ამოქმედება ევროპულ ფეხბურთში მოქმედ წესებს მაინც არღვევს.

- ვისენტე დელ ბოსკე: ტრანსფერებზე კონტროლი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული