წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის ექიმებმა ბრაზილიელი ვარსკვლავი ქალაქ პორტუში შეამოწმეს. სამედიცინო შემოწმებას "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი მარცხენა მცველი მაქსველიც ესწრებოდა, რომელიც ამჟამად პარიზული კლუბის კოორდინატორია.
გუშინ "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ნეიმარმა წასვლის სურვილი გამოთქვა. ახლა "პარი სენ-ჟერმენი" კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებას ცდილობს იმისათვის, რომ ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევას თავი აარიდოს. "ბარსა" კი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, 222 მილიონის სრულად გადახდას ითხოვს.
- "ბარსელონა" ადასტურებს: ნეიმარს წასვლა უნდა