მარკო ვერატი პსჟ-ში რჩება

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" იტალიელმა ვარსკვლავმა მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ პარიზულ კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება "ბარსელონას" უნდოდა და თითქოს ახლოსაც იყო ტრანსფერი, მაგრამ...

"რაღაც იყო "ბარსელონასთან" დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ამ კლუბთან არანაირი შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია. მე გადავწყვიტე იმ გუნდში დარჩენა, რომელშიც ახლა ვთამაშობ და ამის გამო ბედნიერი ვარ. იმოქმედა თუ არა ნეიმარის მოსვლამ ჩემს გადაწყვეტილებაზე? არა, მე ეს მანამდე გადავწყვიტე, სანამ ის ჩვენთან გადმოვიდოდა", - ამბობს ვერატი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული