კაფუ ნეიმარის კრიტიკოსებს: თქვენ როგორ მოიქცეოდით?

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი კაფუ მისი თანამემამულის, ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაზე საუბრობს.

"ყველაფერი, რაც ნეიმარის ცხოვრებაში მოხდა, ნორმალურია. მან ეს ყველაფერი დაიმსახურა.

მის ადგილზე, პსჟ-ში მეც გადავიდოდი, რადგან ეს არის რეალური შანსი, გახდე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი.

პსჟ-ს კუმირი და ვარსკვლავი სჭირდებოდა, ნეიმარი კი ნამდვილი კუმირი და ვარსკვლავია. პარიზელებს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგიათ, ნეიმართან ერთად კი მათ შანსი უჩნდებათ. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ყველაფერს შეცვლის.

ხალხი ამბობს, რომ ნეიმარი გამყიდველია, რომელიც ფულს დახარბდა. დაააყენეთ საკუთარი თავი მის ადგილზე. თქვენ ამ
ტრანსფერზე უარს იტყოდით? რა თქმა უნდა, არა!" - ციტირებს კაფუს სიტყვებს Goal.com.

- პსჟ-ის პრეზიდენტი: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი შევიძინეთ

- ნეიმარი: "ბარსელონა" ფულის გამო არ დამიტოვებია

- ნეიმარის მიმართვა გულშემატკივრებს: "ბარსა" და კატალონია ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთის რომელი მეფე თამაშობდა რეალში? მეორე ხარისხოვან მეფეებზე არ ვსაუბრობ,ნამდვილ მეფეებს ვგულისხმობ.პელე თამაშობდა,მარადონა თუ მესი? :)რეალი პრიმადონების კლუბია,ნამდვილი მეფეები ბარსაში თამაშობენ.
leng
21:41 07-08-2017
1
ლიგა 1-ი ვინც ცოტა წამოჩინტდება ყველას თვალი გარეთ უჭირავს; ნახეთ როგორ დაიტაცეს მონაკოს ფეხბურთელები ევროპის წამყვანმა კლუბებმა. ეს კიდევ პირიქით, ბარსადან საფრანგეთში მიდის. რონალდინიო სულელი კი არ იყო პსჟ-დან ბარსაში, რომ გადავიდა. ლა ლიგის დონე ბევრად მაღალია ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონატის. სამწუხაროდ ნეიმარს და მამისს, როგორც ეტყობა მხოლოდ ფული აინტერესებდთ. აგერ ნახავთ, გაივლის 2-3 სეზონი და როდესაც ქვეყნის ჩემპიონების მეტს ვერაფერს მიაღწევს პსჟ-ში, უკან მოუნდება ლა-ლიგაში დაბრუნება, მაგრამ მერე მასში, დეკვალიფიცირებულ ვარსკვლავში, 222 მლნ უკვე არავინ გადაიხდის. ჩემთვის, როგორც ბრაზილიის ნაკრების დიდი ხნის გულშემატკევრისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი უნიკალური ფეხბურთელი ფულის გამო დაიკარგება:(
ბიკენტი
15:23 07-08-2017
1

სიახლეები პოპულარული