"როცა ლა ლიგამ უარი გვითხრა, "ბარსელონადან" დამირეკეს და მითხრეს: "მოდით, ეს საკითხი ერთად გადავწყვიტოთ. მე ვუთხარი, რომ მზად ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო "ბარსელონას" ხელმძღვანელობას, მის პრეზიდენტს, გულშემატკივრებს და ფეხბურთელებს იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს. "ბარსელონა" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
ნეიმარის ტრანსფერის დაგეგმვა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავიწყე. ერთი წელი იმაზე ფიქრში წავიდა, როგორ უნდა გვეწარმოებინა მოლაპარაკებები ფეხბურთელთან და "ბარსელონასთან". სამი კვირის წინ ეს პროცესი
მოლაპარაკებები იოლი არ იყო, დრო არ უნდა დაგვეკარგა. მადლობელი ვარ ჩემი გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს გამო.
ბევრს არ უნდოდა, ამ საქმეზე ხელი მოეკიდა, მაგრამ ჩვენ მიზანი გვქონდა - ნეიმარის გადაბირება და ახლა ის უკვე აქაა", - თქვა პსჟ-ის პრეზიდენტმა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით