155 მილიონი მბაპეში - ნასერ ელ ხელაიფი აღარ ხუმრობს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ყატარელ პატრონსა და პრეზიდენტს, ნასერ ელ ხელაიფის უყვარს ფეხბურთი და თავის კლუბში ფულის ჩადებაც. აგერ, 222 მილიონი ევრო გადაიხადა ნეიმარში და მართალია, უეფას ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემის თავიდან ასაცილებლად ისე წარმოაჩინა, თითქოს ეს თანხა თავად არ დაუფარავს, მაგრამ ხომ დღესავით ნათელია ყველაფერი?!

ჰოდა, ამასაც არ დასჯერდა და დიდად ნაქებ, გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატზე 15 გოლის გამტანი და 11 საგოლე გადაცემის გამკეთებელი კილიან მბაპეს შეძენაც განიზრახა. მე თქვენ გეტყვით და, მისი ფინანსები რომანსებს მღერიან და ვერ მოაგვარებს? ამ ყოჩაღი
ყმაწვილის დათმობას "მონაკო" ასე ადვილად არ აპირებს, მისი რუსი პრეზიდენტი დმიტრი რიბოლოვლევი მთლად გაკეთებას გეგმავს და 200 მილიონს ითხოვს.

გაგიკვირდებათ და, არაბი ვაჭრობაში აჰყვა - 155 მილიონს ჩამოვდივარ და ამით მოვრჩეთ საქმესო. ჯერ უცნობია, რა უპასუხა დიმამ, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ თავად 18 წლის ყმაწვილი დედაქალაქურ კლუბში გადაბარგებაზე ყაბულსაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული