ესპანეთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელ
ვისენტე დელ ბოსკეს თურმე, არ მოსწონს
ნეიმარი, უფრო სწორად კი, მისი ადამიანური თვისებები. "ფურია როხას" ექსმწვრთნელს მიაჩნია, რომ ნეი ხანდახან კაპრიზულია და ასეთი ფეხბურთელის გარეშე "ბარსელონა", როგორც გუნდი, უკეთესი გახდება, რაც ცოტა არ იყოს, საკამათო მოსაზრებაა.
ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ნეიმარის პსჟ-ში გადაბარგებით მთელი საფრანგეთი აღფრთოვანებულია. ქვეყნის პრეზიდენტმა
ემანუელ მაკრონმა პირადად მიულოცა "პარი სენ ჟერმენის" პატრონს,
ნასერ ელ ხელაიფის წარმატებული ტრანსფერი.
გაგიკვირდებათ და, გახარებულნი არიან სხვა გალური კლუბის მფლობელებიც. ასე მაგალითად, "სოშოს" პრეზიდენტი
ილია კენციგი მიიჩნევს, რომ
ეს ქვეყანაში საფეხბურთო ბუმს გამოიწვევს და ფეხბურთში უფრო დიდი ინვესტიციები განხორციელდება.