მარკო ვერატის ხელფასი თვეში მილიონი ევრო იქნება

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი მარკო ვერატი თავის ამჟამინდელ კლუბთან ახალ კონტრაქტს უახლოეს ხანში გააფორმებს. როგორც Le Parisien იტყობინება, პარიზელები იტალიელს ხელფასს გაუზრდიან - თვეში 810 ათასიდან ერთ მილიონ ევრომდე.

აღვნიშნავთ, რომ ვერატის ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლამდეა ძალაში. ხელშეკრულების მორიგი გაგრძელება მეხუთე იქნება იტალიელისთვის პსჟ-ში 2012 წელს მისვლიდან დღემდე.

ცნობისთვის, ვერატიმ წელს აგენტი შეიცვალა და ახლა, მის საქმეებს სახელგანთქმული მინო რაიოლა განაგებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული