კილიან მბაპე პსჟ-ში იჯარით ითამაშებს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" UEFA-ს მიერ დადგენილი ფინანსური ფეარ-ფლეის წესებისთვის თავის არიდების საშუალებას მიაგნო. პარიზელები "მონაკოს" ამომავალ ვარსკვლავ კილიან მბაპეს ერთი სეზონით იჯარით აიყვანენ, ერთი წლის შემდეგ კი მას დაახლოებით 150 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს პსჟ-მა უკვე 238 მილიონი ევრო დახარჯა და მხოლოდ 37 მილიონი გამოიმუშავა. ეს ნიშნავს, რომ მბაპეს შეძენის შემთხვევაში, კლუბს ფინანსური ფეარ-ფლეის მოთხოვნების დაკმაყოფილება ძალიან გაუჭირდება.

The Sun-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" 18 წლის ფეხბურთელის ფასის 150 მილიონამდე შემცირება ტრანსფერში ლუკას მოურას ჩართვით მოახერხა. ამ 150
მილიონს კლუბი 2018 წელს გადაიხდის, მანამდე კი, მბაპე საფრანგეთის დედაქალაქში იჯარით ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული