საფრანგეთში მეკარე ცემას თანაგუნდელებმა და სტიუარდებმა გადაარჩინეს [video]

AutoSharing Option
საფრანგეთის მეორე ლიგაზე მეხუთე ტურში "ბრესტმა" სახლში 2:1 დაამარცხა "ნანსი". მასპინძელთა ფანები მთელი მატჩის მანძილზე შეურაცხყოფას აყენებდნენ სტუმართა 31 წლის მეკარეს ჟოფრე ჟურდრანს, რომელსაც ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ქონდა.

მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მეოთხე წუთზე კი კიპერს ნერვებმა უმტყუნა და ბურთი ფეხით კარსუკან გულშემატკივრებს ესროლა. ჰოდა, ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, გულშემატკივრები ჟურდრანის გასალახად მოედანზე გადახტნენ და თანაგუნდელებმა და სტიუარდებმა ძლივს გადაარჩინეს. არბიტრმა გოლკიპერს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და თამაშიც დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული