გუშინ ოლას Twitter-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც მასტურბაციით დაკავებული კენგურუა გამოსახული. ვიდეოს ასეთი მინაწერი ჰქონდა: "ნასერი და ფინანსური ფეარ-ფლეი". ნასერში პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი იგულისხმებოდა.
მოგვიანებით, "ლიონის" პრეზიდენტს თავის მართლება მოუხდა, მაგრამ ის მაინც არ უარყოფს, რომ პოსტის შინაარსს ეთანხმება: "მინდოდა პოსტი მომეწონებინა და შემთხვევით გავაზიარე. ნასერს უფლება აქვს, აკეთოს ის, რასაც აკეთებს. ის მართალია იმიტომ, რომ მას ამის კეთების უფლებას აძლევენ."