"ლაციოს" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა "მონაკოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, "მონაკო" 30 მილიონ ევროს გადაიხდის. ეს ნიშნავს, რომ კეიტა "მონაკოს" ისტორიაში მე-3 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია ხამეს როდრიგესისა (45 მილიონი) და ფალკაოს (43 მილიონი) შემდეგ. ბალდე საფრანგეთში 14 ნომრით ითამაშებს.
ბალდე კეიტა "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია და მას ერთი თამაში კატალონიის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. რა თქმა უნდა, ეს ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა. 2011 წელს "ლაციოში" 300 ათას
კეიტა მიმდინარე ზაფხულში "მონაკოს" უკვე მე-10 შენაძენია. საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე გუნდმა აქამდე იური ტილემანსი, ტერენს კონგოლო, სტევან იოვეტიჩი, ადამა დიაკაბი, სულიო მეიტე, ჟორდო მბულა, დიეგო ბენალიო, რაშიდ გეცალი და ჟორდი გასპარი დაიმატა. ამ ტრანსფერებში 102 მილიონი ევროა გადახდილი.