აპენინელი ჟურნალისტების მტკიცებით, ბრაზილიელმა თანაგუნდელი და ურუგვაელი სადილზე დაპატიჟა, რომლის დროსაც, ფეხბურთელებმა საერთო ენა გამონახეს, მოგვიანებით კი, ნეიმარმა მთელ გუნდს ბოდიში მოუხადა.
ლიგა ერთის გასულ ტურში, "ლიონთან" მატჩის დროს, ალვეშმა კავანის ჯარიმა არ დაარტყმევინა და ბურთი ნეიმარს მისცა. იმავე შეხვედრაში კავანიმ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება არ დაუთმო.