"პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდმა ედინსონ კავანიმ, შესაძლოა, გუნდი დატოვოს. როგორც Daily Mail-ი წერს, პარიზული კლუბი მზად არის, ურუგვაელი "რეალს" შესთავაზოს. ადრე წერდნენ კავანის მიმართ "ჩელსისა" და "ევერტონის" ინტერესზე.
საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი კავანის გაყიდვაზე მისი და ნეიმარის კონფლიქტის გამო დაფიქრდა.