ლიგა 1. VII ტური: ფალკაო ევროპის საუკეთესო ბომბარდირია [VIDEO]

AutoSharing Option
22 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის VII ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

"მონაკო" სტუმრად "ლილს" დაუპირისპირდა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა - 4:0. ანგარიში სტუმრებმა 24-ე წუთზე, სტევან იოვეტიჩის გოლით გახსნეს, 30-ზე კი რაშიდ გეზალმა ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში "ლილს" ორჯერ რადამელ ფალკაომ გაუტანა - კოლუმბიელმა თავი 48-ე და 73-ე წუთებზე (პენალტით) გამოიჩინა.

აღსაშნავია, რომ ფალკაოს მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ის ევროპის ყველა წამყვანი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

ამ მოგებით "მონაკო" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში
ლიდერ "პარი სენ-ჟერმენს" წამოეწია. "ლილი" მე-17 ადგილზეა.



ტურის კიდევ ერთ მატჩში "ნიცამ" ფრედ 2:2 ითამაშა "ანჟერსთან". ნიცაში, "ალიანც რივეირაზე" ანგარიში 12-ე წუთზე მატე პავლოვიჩის გოლით "ანჟერი" დაწინაურდა, 34-ეზე კი სხვაობა ორბურთიანი კარლ ტოკო ეკამბიმ გახადა. მალევე მარიო ბალოტელიმ (39) პენალტიდან ერთი ბურთი გაქვითა, 76-ეზე კი ისმაელ ტრაორემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

"ნიცა" 10 ქულით ცხრილში მეექვსეა, "ანჟერი" კი 8 ქულით მეთერთმეტე. ტურის დანარჩენი შეხვედრები 23 და 24 სექტემბერს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული