გაზეთ "ეკიპის" ინფორმაციით, პარიზელებს სურთ ზამთარში დადონ ჩილელთან წინასწარი ხელშეკრულება, რათა ის სხვა კლუბში არ გადავიდეს. ამისთვის "პარი სენ-ჟერმენი" მზად არის, 28 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 11 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ალექსის სანჩესს მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება კონტრაქტი "არსენალთან". ახალი ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"