დიჟონს პარიზელები ეწვივნენ და დანაკლისის მიუხედავად, 3 ქულა მარტივად წამოიღეს. "პსჟ"-ს გუნდის ლიდერები: კავანი, ვერატი და სილვა აკლდა.
პირველ ტაიმში მასპინძლები დაცვაში კარგად თამაშობდნენ და არ აძლევდნენ მეტოქეს კარებთან მიახლოების საშუალებას. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ერთადერთხელ შეძლეს პარიზელებმა ზუსტი დარტყმა.
მეორე ნახევარში 71-ე წუთზე "პსჟ"-ს მცველმა მუნირმა შეძლო გუნდის წინ გაყვანა, 87-ე წუთზე ჟანომ გაათანაბრა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მუნირმა 91-ე წუთზე დუბლი
"სენტ ეტიენმა" "მეცს" უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია. იმის მიუხედავად, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა ფალუ დიანის გოლით მოიგეს, მეორე ნახევარში "სენტ ეტიენმა" სამი უპასუხო გოლი გაუტანა (პაჟო 74', ავტოგოლი კაფუ 85', მაიგა 94') და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
"დიჟონი"-"პსჟ" 1:2 (ვიდეო)
"სენტ ეტიენი"-"მეცი" 3:1 (ვიდეო)
"გენგამი"-"რენი" 2:0: 1:0 დიალო 57', 2:0 ბრიანდი 87'
"ლილი"-"ტრუა" 2:2: 0:1 დარბიონი 3', 1:1 აროუხო 11', 2:1 მენდესი 74', 2:2 ნიანე 92'
"ტულუზა"-"ამიენი" 1:0: 1:0 დელორტი 20'