ლიგა 1. X ტური: ომი, გაძევება, გოლები... [VIDEO]

AutoSharing Option
"ლე კლასიკმა" ტური ნამდვილი თრილერით დაასრულა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ პსჟ-ს "ველოდრომზე" ჯოჯოხეთი ელოდა.

საბოლოოდ, უნაი ემერის გუნდმა ედინსონ კავანის წყალობით მარსელიდან ქულა მაინც წამოიღო, მაგრამ ეს ნეიმარის გაძევებად და მომავალ დისკვალიფიკაციად დაუჯდა.

ჩემპიონმა "მონაკომ" პსჟ-სთან ჩამორჩენა 6 ქულამდე გაზარდა, შემდეგ ლიგაზე "ბეშიქთაშთანაც" წააგო.

მოკლედ, მეტი ფეხის დაცდენის უფლება ლეონარდო ჟარდიმის გუნდს აღარ ჰქონდა და "მონაკომაც" "კაენს" 2:0 მოუგო. იური ტილემანსისა და თომა ლემარის კარგ თამაშს ბალდე კეიტას გოლი მოჰყვა, შემდეგ კი რადამელ ფალკაომაც გაიტანა, რომელიც წინა ტურში ისვენებდა.

კოლუმბიელმა
რონი ლოპეშის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მის მე-13 გოლად აქცია ჩემპიონატში. მატჩში საუკეთესო უდავოდ "ლაციოს" ექსვარსკვლავი კეიტა იყო, რომელიც ნელ-ნელა გაუშინაურდა ლიგა 1-ს, წინა ტურში საგოლე პასს ახლა მან გოლი მოაყოლა.

"ლიონმა" ნაბილ ფეკირის გარეშეც იოლად დაამარცხა სტუმრად "ტრუა". ხუთი უპასუხო გოლიდან სამი მემფის დეპაის ანგარიშზეა, რომელმაც ფეკირის არყოფნით ისარგებლა.

ბოლოს ისევ "კლასიკით" დავასრულებთ. ყველაფერს მშვიდობიანად არ ჩაუვლია - თამაშამდე "მარსელის" ფანები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა, არიან დაშავებულებიც. რაც შეეხება პსჟ-ის ფანებს, მათ მარსელში ჩასვლა ისედაც აკრძალული ჰქონდათ.

ფაქტები
  • "ტულუზმა" ზედიზედ ორ ტურში 2016 წლის მერე პირველად მოიგო.
  • ამ სეზონში გოლის გამტანთა შორის ყველაზე ხანდაზმული სედრიკ ვაროა (დიჟონი) - 37 წლისა და 9 თვის.
  • სედრიკ ვარომ ლიგა 1-ში მე-300 მატჩი გოლით აღნიშნა.
  • თომა ლემარზე (მონაკო) მეტი საგოლე პასი მხოლოდ მემფის დეპაის (ლიონი) აქვს - 9 და 10.
  • ჩემპიონატების მატჩებში ბალდე კეიტამ ბოლოს 7 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა (სერია A და ლიგა 1), რომლებშიც სასტარტოში დაიწყო.
  • "ნანტმა" პირველ ტაიმებში ამ სეზონში ყველაზე ცოტა, 1 გოლი გაუშვა.
  • "რენმა" ბოლო 11 ტურში პირველად შეძლო კარის მშრალად შენახვა.
  • მარო ვერატიმ (პსჟ) მატჩში 96 პასი გააკეთა 91%-იანი სიზუსტით.
  • ბოლო 25 სეზონში ნეიმარი არის გოლის პირველი ავტორი, ვინც "კლასიკზე" გააძევეს.
  • "მარსელმა" პსჟ-ის კარში პირველი ორი ზუსტი დარტყმით ორი გოლი გაიტანა.
  • ნეიმარი მესამე ფეხბურთელია, ვინც 21-ე საუკუნეში გოლი გაიტანა, როგორც კლასიკზე, ისე კლასიკოზე - რონალდინიოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ.
  • 2011 წლის მერე პირველად მოხდა, რომ "მარსელმა" პსჟ-სთან მატჩში ანგარიში გახსნა.
  • მემფის დეპაიმ (ლიონი) ჰეთ-თრიკი კარიერაში პირველად შეასრულა.
  • ლიგა 1-ში 2013 წლის მერე პირველად მოახერხა პსჟ-მა ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში.
  • უკვე 15 მატჩია, რაც პსჟ "კლასიკზე" არ დამარცხებულა.
ლიგა 1. X ტური
სენტ ეტიენი-მონპელიე 0:1
გოლი: 0:1 მბენზა (21)

მონაკო-კაენი 2:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ბ. კეიტა (21), 2:0 ფალკაო (59-პენ)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაგი, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - ტილემანსი (82. ჟოაო მოუტინიო), ფაბინიო - რონი ლოპეში (89. დიაქაბი), ლემარი, ბ. კეიტა (71. ა. ტრაორე) - ფალკაო

ამიენი-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 ნ"გოსო (64)

ანჟერი-ტულუზი 0:1
გოლი: 0:1 დიოპი (38)

მეცი-დიჟონი 1:2
გოლები: 0:1 ვარო (10), 1:1 რუ (45), 1:2 სლიტი (49)
გაძევება: დიანი (70. მეცი)

ნანტი-გენგამი 2:1
გოლები: 1:0 ავაზიემი (9), 1:1 ა. კამარა (70), 2:1 ა. ტურე (86)

რენი-ლილი 1:0
გოლი: 1:0 ბურიჟო (6)
გაძევება: ჰ. მენდი (85. ლილი)

ნიცა-სტრასბური 1:2
გოლები: 0:1 და კოშტა (23), 0:2 და კოშტა (49), 1:2 ლე მელუ (54-პენ)
გაძევება: სეკა (53. სტრასბური)

ტრუა-ლიონი 0:5
გოლები: 0:1 ბ. ტრაორე (21), 0:2 დეპაი (49), 0:3 დეპაი (66), 0:4 დეპაი (70-პენ), 0:5 მარიანო დიასი (90)
ლიონი (4-1-2-3): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, მორელი, მარშალი - ტუსარი (72. ფერი) - ნდომბელე, ოარი (79. მაოლიდა) - ბ. ტრაორე (72. კორნე), მარიანო დიასი, დეპაი
გაძევება: ერელი (69. ტრუა)

მარსელი-პსჟ 2:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ლუის გუსტავო (16), 1:1 ნეიმარი (33), 2:1 ტოვენი (78), 2:2 კავანი (92)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი (83. სარი), პაიე (76. სანსონი), ოკამპოსი - მიტროღლუ (66. ნ"ჟიე)
პსჟ (4-1-2-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ტიაგო მოტა (69. დრაქსლერი) - ვერატი, რაბიო - მბაპე (80. დი მარია), კავანი, ნეიმარი
გაძევება: ნეიმარი (87)

ბომბარდირები: 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 8 - მარიანო დიასი (ლიონი); 7 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ).

მომდევნო ტური
27 ოქტომბერი: პსჟ-ნიცა;
28 ოქტომბერი: ბორდო-მონაკო, კაენი-ტრუა, დიჟონი-ნანტი, გენგამი-ამიენი, მონპელიე-რენი, სტრასბური-ანჟერი;
29 ოქტომბერი: ლიონი-მეცი, ტულუზი-სტ. ეტიენი, ლილი-მარსელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული