"კავანი დიდებულია. ვფიქრობ, ჩემნაირი და ნეიმარისნაირი ფეხბურთელებისთვის იდეალური პარტნიორია. ძალიან მობილურია. მშვენივრად აგვირგვინებს შეტევებს. თავდამსხმელადაა დაბადებული. კარგი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია. მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ნეიმარმა გუნდში ადაპტაცია გამიადვილა. თავიდანვე ამიყვანა თავისი მფარველობის ქვეშ. ისე მექცევა, როგორც უმცროს ძმას. როდესაც ასეთი ფეხბურთელი ყოველდღე ასე გექცევა, ეს მართლაც სასიამოვნოა. ჩინებული მოთამაშეა.
გვიხარია, რომ ჩვენთანაა. თავს ბედნიერად გრძნობს და უეჭველი დიდ წარმატებებს მიაღწევს".