ლიგა 1. XIX ტური: პსჟ ვალმოხდილი დაისვენებს [VIDEO]

AutoSharing Option
წლის უკანასკნელ ტურში მოიგო ერთპიროვნულმა ლიდერმა და იმარჯვა სამივე ლიდერმაც. ასე რომ, პსჟ-ის უდიდესი უპირატესობა შენარჩუნდა - 2018 წელს პარიზელები მეორე-მესამეადგილოსნებთან 9-9-ქულიანი ჰანდიკაპით ხვდებიან.

პარიზელებმა "კაენს" უმასპინძლეს და 3:1 მოუგეს. სამივე გოლი შესანიშნავი იყო, მაგრამ პირველი - სულაც ტურის მშვენება, ვარცხნილობაშეცვლილმა კილიან მბაპემ მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და ედინსონ კავანიმ ჰაერში არანორმალური სილამაზის დარტყმით გახსნა ანგარიში.

შემდეგ მბაპემ მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა, ხოლო ბასკმა იური ბერჩიჩემ ფლანგიდან იყოჩაღა.


კავანი 19 გოლით გად
ის ზამთრის შესვენებაზე ბომბარდირთა დავაში. ის ხუთი გოლით უსწრებს რადამელ ფალკაოს, რომელმაც ამ ტურში ასევე გამოიჩინა თავი.

კილიან მბაპე ბოლო 10 წელიწადში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარ დაბადების დღეზე გოლი და საგოლე პასი მიითვალა. მბაპე გუშინ 19 წლის გახდა და თმა თეთრად ამის გამო შეიღება. ხოლო ედინსონ კავანიმ ლიგა 1-ში 2017 წელი 50 გოლით დაასრულა. ტოპ-5 ლიგაში ეს საუკეთესო შედეგია.

საფრანგეთი. ლიგა 1. XIX ტური

ამიენი-ნანტი 0:1
გოლი: 0:1 სალა (91)

ანჟერი-დიჟონი 2:1
გოლები: 0:1 სლიტი (7), 1:1 ეკამბი (43), 2:1 ეკამბი (55-პენ)
გაძევება: ლანგი (91. დიჟონი)

ბორდო-მონპელიე 0:2
გოლები: 0:1 იკონე (71), 0:2 მბენზა (92)

გენგამი-სენტ ეტიენი 2:1
გოლები: 0:1 ერნანი (67), 1:1 ბენეზე (70), 2:1 ბრიანი (94)
გაძევება: სოდერლუნდი (24. სენტ ეტიენი)

ლილი-ნიცა 1:1
გოლები: 0:1 სრარფი (38), 1:1 ელ-ღაზი (68)

მარსელი-ტრუა 3:1
გოლები: 0:1 პელე (14), 1:1 პაიე (31), 2:1 ლუის გუსტავო (66), 3:1 ჟერმენი (84)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი (57. საკაი), როლანდო, რამი, ამავი - მ. ლოპესი (72. ზამბო ანგისა), ლუის გუსტავო - ტოვენი (79. ოკამპოსი), სანსონი, პაიე - ჟერმენი

მეცი-სტრასბური 3:0
გოლები: 1:0 მოლე (62), 2:0 რუ (70), 3:0 რივიერი (83)

მონაკო-რენი 2:1
გოლები: 1:0 ფალკაო (20), 1:1 ხაზრი (59-პენ), 2:1 ბ. კეიტა (81)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, კონგოლო (78. ღეზალი) - რონი ლოპეში (62. კარილიო), ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი - ფალკაო, ბ. კეიტა (84. ა. ტურე)

პსჟ-კაენი 3:1
გოლები: 1:0 კავანი (21), 2:0 მბაპე (57), 3:0 ი. ბერჩიჩე (81)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მონიე (82. ნკუნკუ), მარკინიოსი (65. ნსოკი), ტიაგო სილვა, ი. ბერჩიჩე - პასტორე, ტიაგო მოტა (71. დრაქსლერი), ლო სელსო - მბაპე, კავანი, ნეიმარი

ტულუზი-ლიონი 1:2
გოლები: 0:1 ფეკირი (24-პენ), 0:2 რაფაელი (92), 1:2 გრადელი (95-პენ)
ლიონი (4-3-3): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მარშალი - ნდომბელე (62. ფერი), ტუსარი, აუარი - ფეკირი, მარიანო დიასი (87. მ. დიაქაბი), დეპაი (78. რაფაელი)

ბომბარდირები: 19 - ედინსონ კავანი (პსჟ); 15 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 13 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 11 - ნეიმარი (პსჟ); 10 მარიო ბალოტელი (ნიცა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცხრილში ლიონს და მონაკოს 41-41 ქულა უნდა ეწეროს.
გიორგი
12:26 21-12-2017
0

სიახლეები პოპულარული