"ეს მისი ბოლო შეხვედრა იყო პსჟ-ში", - აღნიშნა "კაენთან" გუშინდელი მატჩის შემდეგ 28 წლის ნახევარმცველის სომეხმა აგენტმა მარსელო სიმონიანმა.
სამხრეთამერიკელის შეძენის სურვილი ორ ესპანურ კლუბს, მადრიდის "ატლეტიკოს" და "სევილიას", ასევე, იტალიურ "ინტერს" აქვს.
პსჟ უეფას ფინანსური ფეარ-პლეის საფუძველზე ვალდებულია, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელი გაასხვისოს.
პასტორე პარიზულ კლუბში 2011 წელს "პალერმოდან", 43 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.