ლიგა 1. XXI ტური: ნეიმარის პოკერი, ძველი სუპერმარიო და ზლატანის სწორი კავანი [VIDEO]

AutoSharing Option
მარიო ბალოტელი იმ ფორმას უბრუნდება, რომლითაც ევროპულ ფეხბურთში გამოანათა.

სუპერმარიო ცოტათი დაჭკვიანდა კიდეც. შედეგად, მან "ნიცას" მაისურით ლიგა 1-ის 38 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

"ბორდო", რომლის ფორვარდ მალკომის ყიდვას "არსენალი" ცდილობს, შინ 0:2 დამარცხდა "კაენთან". როგორც ჩანს, ეს ბოლო წვეთი იყო და ფრანგული მედიის მტკიცებით, ჟოსლინ გურვენეკი, ფაქტობრივად, გაშვებულია, მის ნაცვლად კი წარსულში ცნობილი ბელგიელი გოლკიპერი მიშელ პრუდომი მიდის ჟირონდულ კლუბში.

პრობლემები აქვს თავად მალკომსაც, რომელმაც წაგებული თამაშის მერე ისეთი ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომ კლუბის ხელმძღვანელობა დისკვალიფიკაციას უპირებს.

"ველოდრომზე"
"სტრასბურთან" მატჩი მასპინძელთა სცენარით ვერ მიდიოდა, მაგრამ მეორე ტაიმში დიმიტრი პაიე და კლინტონ ნ'ჟიე გამოვიდნენ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მანამდე კი იყო ვალერი ჟერმენის ვერგამოყენებული პენალტი. პაიე ამ სეზონში ძველი პაიეს აჩრდილია, მაგრამ მას ხანდახან აქვს გაელვებები. სწორედ ასეთი გაელვება იყო "სტრასბურთან" მატჩი, რომელშიც სეზონში მხოლოდ მესამე გოლი მიითვალა.

რუდი გარსია (მარსელი): "ეს გუნდის ძლიერი მხარეა, როცა არ ნებდება. გუნდი არ დაბნეულა არც მას მერე, რაც უკიჯამ პენალტი მოიგერია. "სტრასბური" თავს იცავდა და მწვავედ "იკბინებოდა". ფეხბურთელებმა კი ბოლომდე შეინარჩუნეს სიმშვიდე და თავიანთ შანსს დაელოდნენ".

ჩემპიონმა "მონაკომ" რივიერას დერბიში ვერ მოიგო. ის კი არა, ბოლო წამებზე რადამელ ფალკაოს რომ არ ეყოჩაღა, "ნიცა" მარიო ბალოტელის დუბლით 2:1-ს იგებდა. სუპერმარიომ უკვე მე-12 გოლი გაიტანა ჩემპიონატში.


ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ასეთი ძლიერი ქარის პირობებში თამაში ძალიან ძნელია. ვფიქრობ, სამართლიანი ფრეა, მაგრამ შედეგი მე არ მაკმაყოფილებს. მაისში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება".

ლუსიენ ფავრი (ნიცა): "მარიო ბალოტელი ამ სეზონში გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე წინაში, თუმცა პროგრესი კიდევ შესაძლებელია. დიდი ხანია, რაც მას სასტარტოში არ უთამაშია".
"მონაკოს" წაფორხილებით უმალ ისარგებლა "ლიონმა", რომელმაც მორიგი სამი ქულა ჩაიწერა და მეორე ადგილზე გადავიდა. თავისი მორიგი გოლი გაიტანა ნაბილ ფეკირმა.

საბრალო "დიჟონი" - მან ლიდერისა და მომავალი ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენისგან" 8 უპასუხო გოლი გაუშვა. ნეიმარის ანგარიშზე პოკერია.


ფაქტები
  • "კაენმა", ნოემბრიდან მოყოლებული, ლიგა 1-ში სულ 9 ქულა აიღო, აქედან 6 - "ბორდოსთან" ორ თამაშში.
  • 11 მატჩია, რაც "მარსელი" "ველოდრომზე" არ დამარცხებულა.
  • "ნიცამ" ბოლო 21 შესაძლებლიდან 17 ქულა აიღო. სანამ ამ სერიას დაიწყებდა, გუნდი გასავარდნ ზონაში იყო.
  • "ტულუზისა" და "ნანტის" ბოლო 9 დაპირისპირებიდან 5 1:1 დასრულდა.
  • მარიო ბალოტელიმ "ნიცას" მაისურით უკვე 35 გოლი გაიტანა. ეს მეტია, ვიდრე "მილანში" (33), "მანჩესტერ სიტიში" (30), "ინტერსა" (28) და "ლივერპულში" (4).
  • ნაბილ ფეკირმა ლიგა 1-ის ზედიზედ 4 ტურში პირველად გაიტანა.
  • ედინსონ კავანი 156 გოლით პსჟ-ის ყველა დროის ბომბარდირ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაეწია.
  • ნეიმარი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 2 პასი) მას მერე, რაც ასეთი სტატისტიკა ითვლება ლიგა 1-ში.
  • ნეიმარმა 15 მატჩში პსჟ-ში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე 30 მატჩში ბარსელონაში.

ლიგა 1. XXI ტური
მარსელი-სტრასბური 2:0
გოლები: 1:0 ნ'ჟიე (79), 2:0 პაიე (87)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, აბდენური, საკაი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი, სანსონი (68. ნ'ჟიე), ოკამპოსი (56. პაიე) - ჟერმენი (85. ბედიმო)
გამოუყენებელი პენალტი: ჟერმენი (72)

ბორდო-კაენი 0:2
გოლები: 0:1 სანტინი (89-პენ), 0:2 როდელენი (93)
გაძევება: ბაისე (86. ბორდო)

მონაკო-ნიცა 2:2
გოლები: 1:0 ა. დიაქაბი (33), 1:1 ბალოტელი (47), 1:2 ბალოტელი (68), 2:2 ფალკაო (91)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, რაჯი, ჟორჟე - ჟოაო მოუტინიო, ნ"დორამი (81. ღეზალი) - ბ. კეიტა (69. რონი ლოპეში), ლემარი, ა. დიაქაბი (76. იოვეტიჩი) - ფალკაო

ამიენი-მონპელიე 1:1
გოლები: 0:1 სხირი (33), 1:1 კონატე (72)

ანჟერი-ტრუა 3:1
გოლები: 1:0 თომასი (33), 1:1 ხაუი (51), 2:1 თომასი (58), 3:1 კაპელი (81)

გენგამი-ლიონი 0:2
გოლები: 0:1 ფეკირი (26), 0:2 აუარი (58)

ლილი-რენი 1:2
გოლები: 1:0 ალონსო (41), 1:1 ლი (85), 1:2 ანდრე (89)

მეცი-სტ. ეტიენი 3:0
გოლები: 1:0 რივიერი (13-პენ), 2:0 დოსევი (16), 3:0 რუ (77)
გაძევება: ერნანი (85. სტ. ეტიენი)

ტულუზი-ნანტი 1:1
გოლები: 0:1 კრჰინი (19), 1:1 გრადელი (95-პენ)

პსჟ-დიჟონი 8:0
გოლები: 1:0 დი მარია (4), 2:0 დი მარია (15), 3:0 კავანი (21), 4:0 ნეიმარი (42), 5:0 ნეიმარი (57), 6:0 ნეიმარი (73), 7:0 მბაპე (77), 8:0 ნეიმარი (83-პენ)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტ. სილვა, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ვერატი (61. ნკუნკუ), ლო სელსო (78. რაბიო), დრაქსლერი - დი მარია (68. მბაპე), კავანი, ნეიმარი

ბომბარდირები: 20 - ედინსონ კავანი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 15 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ); 13 - მარიანო დიასი (ლიონი); 12 - მარიო ბალოტელი (ნიცა).

მომდევნო ტური
19 იანვარი: კაენი-მარსელი;
20 იანვარი: ნანტი-ბორდო, ამიენი-გენგამი, მონპელიე-ტულუზი, რენი-ანჟერი, სტრასბური-დიჟონი, ტრუა-ლილი;
21 იანვარი: ნიცა-სენტ ეტიენი, მონაკო-მეცი, ლიონი-პსჟ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ