მატჩი წესიერად დაწყებული არ იყო, რომ ნაბილ ფეკირმა საჯარიმოდან ანგარიში გახსნა და აღფრთოვანებაში მოიყვანა სტადიონზე შეკრებილი 60 ათასამდე გულშემატკივარი. თუმცა, ამ ბურთის მოგერიება მეკარე ალფონსო არეოლას მართებდა. დედაქალაქელებმა, რომლებიც თავდამსხმელ ნეიმარის გარეშე თამაშობდნენ, ანგარიშის გასათანაბრებლად შუტიეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ანტონი ლოპეში, ვინაც მინიმუმ სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.
თან, ის 37-ე წუთზე თავდამსხმელ კილიან მბაპეს შეეჯახა და პარიზელთა ფორვარდი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მაინც
ნაანტრაქტევს "პარი სენ ჟერმენმა" საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა მეტოქე და 57-ე წუთზე მოხდა ალბათ, შეხვედრის საკვანძო მომენტი: დანი ალვეში მოწინააღმდეგეს ეუხეშა, მერე მსაჯს კამათი დაუწყო და წითელი ბარათი მიიღო.
ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი შეცვლაზე შესულმა მემფის დეპაიმ საჯარიმის გარედან დარტყმული ბურთი "ცხრიანში ჩააჭედა" და ახლა მისი გუნდი პსჟ-ს 8 ქულით ჩამორჩება. ვითომ დაუბრუნდა საფრანგეთის პირველობას ინტრიგა? ვნახოთ, ვნახოთ...
ისე ლევინ კურზავა თუ ლევან? მეგრელი ხარ ბიჯო? :))