Le Parisien-ის ცნობით, ბრაზილიელის ტრავმა სერიოზული არაა და ის მცირე დისკომფორტს გრძნობს.
ნეიმარს არ სურს, ჩემპიონთა ლიგამდე დაზიანება გაურთულდეს და გარდა ამისა, ის პსჟ-ის ქომაგებზეა ნაწყენი, რომლებმაც მას "დიჟოსთან" (8:0) მატჩში უსტვინეს. ნეიმარი შეურაცხოფილია ამ ფაქტით.
პსჟ-ის ქომაგებმა ნეიმარს მას შემდეგ უსტვინეს, რაც მან პენალტის დარტყმის უფლება ედინსონ კავანის არ მისცა, რომელსაც ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდებამდე ერთი გოლი აკლდა.