ლიგა 1.XXIII ტურის წინ: სამხრეთული დერბი და ტესტი გამძლეობაზე

AutoSharing Option
"ლიონმა" ლიგა 1-ს ეშხი და ინტრიგა შემატა - გუნდმა წინა ტურში "პარი სენ-ჟერმენი" დაამარცხა და ახლა 8 ქულით ჩამორჩება. ამის შემდეგ "ლიონმა" ქვეყნის ჩემპიონი "მონაკო" თასის გათამაშებიდან გამოთიშა. რა თქმა უნდა, პსჟ-სთან 8-ქულიანი ჩამორჩენაც ძალიან ბევრია, მაგრამ "ლიონი" დანებებას ჯერ არ აპირებს.

პსჟ "პარკ დე პრენსზე" "მონპელიეს" დაცვას გატესტავს. 22 თამაშში ამ გუნდმა სულ 15 გოლი გაუშვა, რაც ორით ნაკლებია თვით პსჟ-ის შედეგზე. ახლა "მონპელიემ" მთავარი ამოცანა პარიზში უნდა ჩააბაროს. ვნახოთ, არის თუ არა მისი დაცვის ხაზი საფრანგეთში საუკეთესო.

ამ
შეხვედრაში საეჭვოა ნეიმარის თამაში. აი, ტიაგო მოტა კი არ იქნება. "ლიონი" "ბორდოს" სტუმრობს, რომლის თავკაცის პოსტზე დებიუტი გუსტავო პოიეტს ექნება.

მთავარი ბრძოლა კი საფრანგეთში "ველოდრომზეა" - "მარსელი" "მონაკოს" წინააღმდეგ და ამით ყველაფერია ნათქვამი. მასპინძლები ქულით უსწრებენ ჩემპიონს, რომელიც მეოთხე ადგილზეა. საფრანგეთში კი ჩემპიონთა ლიგაზე სამი გუნდი გადის, ერთი ზედმეტია.

ფაქტები
  • "მარსელმა" 18 დეკემბრის მარცხის (ლიონთან) შემდეგ ყველა თამაში მოიგო.
  • პსჟ შინ საშუალოდ 3,82 გოლს იტანს.
  • პსჟ-ს შინ 34 მატჩია, რაც ლიგა 1-ში არ წაუგია.
  • "მარსელმა" წინა ხუთი საშინაო მატჩი მოიგო ლიგა 1-ში.

ლიგა 1. XXIII ტური
პარასკევი, 26 იანვარი
დიჟონი-რენი 23:45

შაბათი, 27 იანვარი
პსჟ-მონპელიე 20:00
ანჟერი-ამიენი 23:00
გენგამი-ნანტი 23:00
მეცი-ნიცა 23:00
სენტ ეტიენი-კაენი 23:00
ტულუზი-ტრუა 23:00

კვირა, 28 იანვარი
ლილი-სტრასბური 18:00
ბორდო-ლიონი 20:00
მარსელი-მონაკო 23:59

ბომბარდირები: 20 - ედინსონ კავანი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 15 - ნეიმარი (პსჟ); 13 - მარიანო დიასი (ლიონი); 12 - მარიო ბალოტელი (ნიცა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული