ლიგა 1.XXIII ტური: კავანი პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატი ერთი მსახიობის თეატრს დაემსგავსა, სადაც ლიდერ პსჟ-ს ხანდახან, შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ "დაურღვევს ვინმე მყუდროებას" და უფრო იმაზე მახვილდება ყურადღება, ამ გუნდის რომელმა ფეხბურთელმა დუბლი მიითვალა, რომელმა ჰეთ-თრიკი და რომელმა რეკორდი დაამყარა.

23-ე ტურში "პარი სენ ჟერმენმა" სახლში "მონპელიე" გააბითურა (4:0), დუბლი ნეიმარმა მიითვალა, თითო-თითო გოლი კი ედინსონ კავანიმ და ანხელ დი მარიამ გაიტანეს. ნეიმ ერთი გოლი პენალტით გაიტანა (აბა, თერთმეტმეტრიანს სხვას ხომ არ დაარტყმევინებდა?), ხოლო ურუგვაელმა პსჟ-ში 157 გოლი გაიტანა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი დაამხო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო
ბომბარდირი გახდა. მსაჯმა ფრანკ შნედერმა მას ხელი ჩამოართვა, შემდეგ კი მაისურას გახდისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.

ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებს დღეს არ უთამაშიათ, ხვალ "ლიონი" გასვლაზე "ბორდოს" ხვდება, ორშაბათს კი "მარსელი" "მონაკოს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დი მარიას გოლი კავანის ჩაუთვალეს?
jora
00:47 28-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული