ნეიმარის ხელფასი თვეში 2,7 მილიონი ფუნტია

AutoSharing Option
The Sun-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული გამოავლინა, სადაც რა თქმა უნდა, პსჟ-ის შემტევი ნეიმარი ლიდერობს. ბრაზილიელი დედაქალაქურ კლუბში სარეკორდო, 198 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. მისი გასამრჯელო კი კვირაში 600 000 ფუნტს შეადგენს, რაც თქვეში 2,7 მილიონი ფუნტი გამოდის.

ცნობისთვის, საუკეთესო ათეულში 9 ფეხბურთელი პსჟ-დანაა, ხოლო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მათ კონკურენციას უწევს, "მონაკოს" ფორვარდი რადამელ ფალკაოა. საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება. ფეხბურთელთა ხელფასების რაოდენობა ერთი თვის მიხედვითაა დაანგარიშებული:

1) ნეიმარი - 2,7 მილიონი ფუნტი
2) ედინსონ კავანი -
1,3 მილიონი ფუნტი
3) კილიან მბაპე - 1,3 მილიონი ფუნტი
4) ტიაგო სილვა - 1,2 მილიონი ფუნტი
5) ანხელ დი მარია - 995 000 ფუნტი
6) მარკინიოსი - 995 000 ფუნტი
7) ტიაგო მოტა - 777 000 ფუნტი
8) ხავიერ პასტორე - 685 000 ფუნტი
9) რადამელ ფალკაო - 666 000 ფუნტი
10) დანი ალვეში - 620 000 ფუნტი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული