პსჟ-მ ტიაგო მოტას, დანი ალვეშის და მარკინიოსის ინიციატივით მწვრთნელის უნაი ემერის გარეშე გუნდის დახურული კრება ჩაატარა.
როგორც იუწყებიან, ფეხბურთელებმა პირობა დადეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად თავს არ დაზოგავენ. Telefoot-ის ცნობით, მათ "ერთიანობისა და სოლდარობის" პაქტი დადეს.
"რეალთან" პლეი - ოფის განმეორებითი შეხვედრა 6 მარტს პარიზში ჩატარდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.