ესპანური ABC ირწმუნება, რომ თავდამსხმელი ნეიმარი პსჟ-ში თამაშს აღარ აპირებს და მამამისს ნეიმარ და სილვას უთხრა:"პარიზში არ დავბრუნდები. ეს შეუძლებელია. თუ ამ ლიგაში ვითამაშებ, სადაც არანაირი ტრადიცია არ არსებობს და გულშემატკივრები ისევ დამიწყებენ სტვენას, ამას ვეღარ გადავიტან".
მან მამამისს განუცხადა, რომ მისთვის ახალი გუნდი მოიძიოს და სავარაუდოდ ეს "რეალია".
ნეი იმან გააბრაზა, რომ ფანებმა ედინსონ კავანისთან კონფლიქტის გამო ობსტრუქცია მოუწყვეს და გუნდში ფეხბურთელების უმეტესობამ ურუგვაელის მხარი დაიჭირა. ამას გარდა, მას არ მოსწონს გალთა პირველობა და ის, რომ იქ ასპარეზობით "ოქროს
ბურთის" მოპოვების ნაკლები შანსი აქვს.
მაგრამ უფრო დიდ სისულელს იზამს რეალში თუ გადავა...