პსჟ-მ "სენტ ეტიენთან" ფრეს ძლივს მიაღწია და ჩემპიონი ვერ გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
თუ საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში პსჟ სტუმრად "სენტ ეტიენს" დაამარცხებდა, ეს ამ გუნდისთვის ტურნირზე ზედიზედ მე-10 გამარჯვება იქნებოდა და ოქროს მედლებს ვადაზე ადრე მოიპოვებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ეგ კი არადა, კინაღამ წააგო. ანგარიში მე-17 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა კაბელამ გახსნა. 31-ე წუთზე მან პენალტი ვერ გამოიყენა. არეოლას მბაპემ მიანიშნა რომელ კუთხეში დაურტყამდა კაბელა ბურთს და მეკარემ მოიგერია. 41-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა მცველმა კიმპემბემ და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მიუხედავად კაცნაკლულობისა, "პარი სენ ჟერმენმა" 90+2-ე წუთზე დებიუშის ავტოგოლით
მაინც მოახერხა ანგარიშის გაყაიმება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული