"კონკრეტული გრაფიკი არ მაქვს, ყველაფერი გამოჯანმრთელების პროგრესსა და შემოწმებაზეა დამოკიდებული. დაახლოებით შემიძლია ვთქვა, რომ გამოჯანმრთელების თარიღი 17 მაისია", - თქვა ნეიმარმა L'Equipe-თან საუბარში.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა 25 თებერვალს, "მარსელთან" მატჩში მიიღო. აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ ბოლო მატჩს 19 მაისს გამართავს.
▶ უნაი ემერი: ნეიმარი პსჟ-ში დარჩება, რასაც ჩემზე დარწმუნებით ვერ გეტყვით