ტიტულის საკითხი დახურულია და, ალბათ, არც "მონაკო" დაკარგავს მეორე ადგილს. აი, ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის კი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს "ლიონსა" და "მარსელს" შორის. გუნდებს 66-66 ქულა აქვთ.
"მარსელი" "ველოდრომზე" "ლილს" მასპინძლობს, რომელიც მოულოდნელად, გავარდნის ზონაშია. ჩრდილოურ კლუბს სეზონის დაწყების წინ ევროთასების საგზურისთვის მებრძოლად მიიჩნევდნენ, რეალობა კი მწარე აღმოჩნდა. შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ლიონი"
უნაი ემერის გუნდი ჩემპიონის რანგში ჟირონდაში ჩადის "ბორდოსთან" სათამაშოდ, უკვე ექსჩემპიონი "მონაკო" კი "გენგამს" ესტუმრება. პსჟ, ალბათ, ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშებს.
ფაქტები
"ტრუამ" ლიგა 1-ში ბოლო 12 საგარეო მატჩიდან 11 დათმო.
პსჟ-მა ლიგა 1-ში ბოლო 11 თამაშიდან 10 მოიგო.
"სენტ ეტიენის" დაუმარცხებელი სერია 11 ტურს ითვლის.
"მარსელს" "ლილთან" ბოლო სამ დაპირისპირებაში გოლი არ გაუშვია.
ლიგა 1. XXXIV ტური
პარასკევი, 20 აპრილი
ნანტი-რენი 21:30
დიჟონი-ლიონი 23:00
შაბათი, 21 აპრილი
მარსელი-ლილი 19:00
ამიენი-სტრასბური 22:00
გენგამი-მონაკო 22:00
მეცი-კაენი 22:00
ტულუზი-ანჟერი 22:00
კვირა, 22 აპრილი
ნიცა-მონპელიე 17:00
სენტ ეტიენი-ტრუა 19:00
ბორდო-პსჟ 23:00
ბომბარდირები: 25 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 18 - მარიანო დიასი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო); 17 - კარლ ეკამბი (ანჟერი), ფლორიან ტოვენი (მარსელი); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"