ლიგა 1. XXXV ტურის წინ: სამეულის საქმე

AutoSharing Option
საფრანგეთში ჩემპიონის ვინაობა ცნობილია და მთავარი მე-2 და მე-3 ადგილებისთვის ბრძოლაა. აქამდე მეორე ადგილი, თითქოს, ექსჩემპიონ "მონაკოს" დაბევებული ჰქონდა, მაგრამ მას "ლიონი" და "მარსელი" წამოეწივნენ.

პსჟ "გენგამს" ექსპერიმენტული შემადგენლობით დახვდება, აი, სამეულს კი ბოლომდე ბრძოლა მოუწევს და მათ შორის "მარსელი" ყველაზე ცუდ დღეშია, გუნდმა ხუთშაბათს ევროპალიგის ნახევარფინალში ითამაშა, კვირას კი "ანჟერს" ესტუმრება. "ლიონი" "ნანტს" მასპინძლობს, ხოლო "მონაკო" - "ამიენს".

ფაქტები
  • პსჟ-მ ლიგა 1-ში ბოლო 17 საშინაო მატჩი მოიგო.
  • "ლიონმა" "ნანტს" შინ ბოლო 9 დაპირისპირება მოუგო ყველა შეჯიბრებაში.
  • 12 ტურია, რაც
    "სენტ ეტიენი" არ დამარცხებულა.
  • "მონპელიემ" "სენტ ეტიენს" ბოლო სამი დაპირისპირება მოუგო.
  • "ლიონს" ლიგა 1-ში 6-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
  • "მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლო 6 საშინაო მატჩი მოიგო.
  • "მარსელმა" ლიგა 1-ის ბოლო 29 ტურიდან 26-ში არ წააგო.
  • პსჟ-მ ბოლო 9 საშინაო მატჩის ყველა ტაიმი მოიგო.
  • "ბორდოსა" და "დიჟონის დაპირისპირებებში სტუმარს გუნდს არასოდეს გაუმარჯვია.
  • "სტრასბურს" არ მოუგია ლიგა 1-ის ბოლო 9 მატჩი, საკუთარ მოედანზე კი - ბოლო 4.
  • "ტრუას" არ მოუგია ლიგა 1-ის ბოლო 9 მატჩი, ხოლო "კაენს" - ბოლო 6.

ლიგა 1. XXXV ტური

პარასკევი, 27 აპრილი
მონპელიე-სტ. ეტიენი 0:1

შაბათი, 28 აპრილი
ლიონი-ნანტი 19:00
ბორდო-დიჟონი 22:00
ლილი-მეცი 22:00
მონაკო-ამიენი 22:00
სტრასბური-ნიცა 22:00
ტრუა-კაენი 22:00

კვირა, 29 აპრილი
რენი-ტულუზი 17:00
ანჟერი-მარსელი 19:00
პსჟ-გენგამი 23:00

ბომბარდირები: 25 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ), ფლორიან ტოვენი (მარსელი); 18 - მარიანო დიასი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული