უნაი ემერი: "მანჩესტერ სიტიში" ბოსი გვარდიოლაა, პსჟ-ში კი - ნეიმარი

AutoSharing Option
პსჟ-დან ასაბარგებლად გამზადებულმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "მუნდო დეპორტივოს" გაუმხილა, რომ გუნდის ლიდერი ის კი არა, არამედ  ნეიმარია:

"ერთხელ ხორხე ვალდანომ მითხრა, რომ "ბარსელონაში" ლიდერი მესია, "რეალში" ფლორენტინო პერესი, ხოლო "ატლეტიკოში" სიმეონე. ფეხბურთელი, პრეზიდენტი და მწვრთნელი.

შესანიშნავად ვიცი, როდის ვარ გუნდში მთავარი და როდის არა. ყოველ კლუბში უნდა იცოდე შენი როლი. პსჟ-ში ლიდერის როლი ნეიმარისთვისაა განკუთვნილი. უფრო ზუსტად, განკუთვნილი იქნება ნეიმარისთვის. ის აქ ლიდერობისთვის მოვიდა და მსოფლიოში ნომერი პირველი უნდა გახდეს.

ამისათვის ნეის მეტი დრო სჭირდება. თუ "მანჩესტერ სიტიში" ბოსი გვარდიოლაა,
პსჟ-ში ნეიმარი უნდა იყოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული