ტიაგო მოტა: მესის მამამ დამიყვირა, შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარო?!

AutoSharing Option
პსჟ-ის ამჟამინდელმა ნახევარმცველმა ტიაგო სილვამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"ვარჯიშის დროს ლიონელ მესისთან ორთაბრძოლაში შევედი, რა დროსაც მამამისმა დამიყვირა - შენ სრულ ჭკუაზე ხარო?!

ვაღიარებ, რომ არგენტინელს ძლიერად ჩავარტყი, მაგრამ მის გასაჩერებლად ეს ერთადერთი გზა იყო.

"ბარსელონაში" ვარჯიშები ძალიან რთული იყო. როგორც კი ბურთს მივიღებდი, ყველა მიყვიროდა - პასი მომეციო!

ლუის ვან გაალთან მუშაობა ძალიან რთული იყო. პრობლემები მქონდა ასევე მოედნის გარეთაც.

ბრაზილიაში დარეკვა ტელეფონის აპარატიდან მიწევდა, ვიქტორ ვალდესი კი საკუთარი მობილურიდან საუბრობდა და არ მაძინებდა", - აღნიშნა მოტამ.

მოტა
"ბარსელონას" რიგებში 2001-07 წლებში ირიცხებოდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვარჯიშზე ძლიერად ჩავარტყიო და თან უკვირს,რატომ დამიყვირაო.ნორმალურია ახლა ეს?
სოსო
22:14 10-05-2018
0

სიახლეები პოპულარული