საბრი ლამუშის "რენმა" ორი უპასუხო გოლი გაუტანა ედინსონ კავანის გარეშე მოთამაშე პსჟ-ს, რომელსაც "პარკ დე პრენსზე" 41-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუსრულდა. "რენმა" ევროპალიგის საგზური გაინაღდა.
"მარსელი" "გენგამს" ექვსგოლიან თრილერში დაუზავდა. რომ არა ფლორიან ტოვენი, რუდი გარსიას გუნდი ამ შეხვედრას სულაც წააგებდა. ტოვენმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა.
რუდი გარსია (მარსელი): "ეს ფრე ჩვენთვის
"მარსელმა" ამით ვერ ისარგებლა. მეტიც, გუნდი სულაც დაამარცხეს, სტრასბურელმა ლინარმა გადამწყვეტი გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანა. ორი კონკურენტის ფეხის დაცდენით ექსჩემპიონმა "მონაკომ" ისარგებლა, რომელმაც მატჩის მიწურულს ფაბინიოს მიერ გატანილი პენალტით მოიგო.
ფაქტები
- ჯიმი ბრიანი "გენგამის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლიგა 1-ში 30 გოლით.
- მას მერე, რაც ყატარული კომპანიის ხელშია პსჟ, "რენი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც "პარკ დე პრენსზე" ერთზე მეტჯერ (3) მოიგო.
- ფლორიან ტოვენმა სეზონში 22 გოლი გაიტანა. იგი უკვე გაუთანაბრდა ალან ბოკშიჩის შედეგს (1992/93).
- "ლილმა" ზედიზედ სამ ტურში 2016 წლის ნოემბრის მერე პირველად მოიგო.
- "სენტ ეტიენმა" ბოლო 15 თამაშში პირველად ვერ გაიტანა გოლი.
ბომბარდირები: 28 - ედინსონ კავანი (პსჟ); 22 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 19 - ნეიმარი (პსჟ); 18 - მარიო ბალოტელი (ნიცა), მარიანო დიასი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო), ნაბილ ფეკირი (ლიონი).
ბოლო ტური
19 მაისი: კაენი-პსჟ, დიჟონი-ანჟერი, ლიონი-ნიცა, მარსელი-ამიენი, მეცი-ბორდო, ნანტი-სტრასბური, რენი-მონპელიე, სტ. ეტიენი-ლილი, ტულუზი-გენგამი, ტრუა-მონაკო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"