ლიგა 1. XXXVIII ტურის წინ: სამი გუნდი ორი საგზურისთვის

AutoSharing Option
ფრანგულ ლიგაში გაცილებით მეტი ინტრიგა დარჩა, ვიდრე ესპანურში. თუმცა მთავარი აქაც დიდი ხანია, რაც გაირკვა "პარი სენ-ჟერმენს" შეუძლია ჩემპიონატი 95 ქულით დაასრულოს, ეს "სიტის" 100-ქულიან მიღწევას ვერ შეედრება, მაგრამ მაინც ბევრია. ამისთვის პსჟ-მ ბოლო ტურში "კაენს" უნდა მოუგოს, რაც ამ გუნდს შესაძლოა, გავარდნად დაუჯდეს.

ჩემპიონთა ლიგის დანარჩენი ორი საგზურისთვის კი სამი გუნდი იბრძოლებს - "მონაკო" (77 ქულა), "ლიონი" (75) და "მარსელი" (74). ამათგან ყველაზე უიღბლო "რენთან" და კიდევ ერთ კლუბთან ("ნიცა", "ბორდო" და "სენტ ეტიენი" იბრძვიან) ევროპალიგაზე ითამაშებს.

გავარდნილი მხოლოდ
"მეცია", "ტრუას" აქვს შანსი, გადათამაშებაში მოხვდეს, ხოლო "ტულუზს" - სრულად დაუძვრეს გავარდნას. ამათ გარდა საფრთხე მხოლოდ "კაენს" ემუქრება. მოკლედ, 20-დან 10-ს ანუ ნახევარს ჩემპიონატის ბოლო ტურში მოტივაცია შერჩენილი აქვს და ეს კარგია.

ლიგა 1. ბოლო ტური
შაბათი, 19 მაისი
კაენი-პსჟ 23:00
დიჟონი-ანჟერი 23:00
ლიონი-ნიცა 23:00
მარსელი-ამიენი 23:00
მეცი-ბორდო 23:00
ნანტი-სტრასბური 23:00
რენი-მონპელიე 23:00
სტ. ეტიენი-ლილი 23:00
ტულუზი-გენგამი 23:00
ტრუა-მონაკო 23:00

ბომბარდირები: 28 - ედინსონ კავანი (პსჟ); 22 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 19 - ნეიმარი (ბრაზილია); 18 - მარიო ბალოტელი (ნიცა), მარიანო დიასი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 17 - კარლ ეკამბი (ანჟერი); 16 - მემფის დეპაი (ლიონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული