ოფიციალურად: ნაბილ ფეკირი "ლიონს" არ დატოვებს

AutoSharing Option
"ლიონის" ოფიციალურმა საიტმა იუწყა, რომ გუნდის ნახევარმცველი ნაბილ ფეკირი მომავალ წელსაც მათ რიგებში იასპარეზებს.

24 წლის ფრანგს "ლივერპულში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალა.

მერსისაიდელები მზად იყვნენ ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაეხადათ. პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლა "ლივერპული" "სტოკიდან" შაქირის დამატებას შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული