ჯანლუიჯი ბუფონი: პსჟ-ში გადასვლა დიდი პატივია

AutoSharing Option
ჯანლუიჯი ბუფონი გუშინ პსჟ-ში ოფიციალურად გადავიდა. ვეტერანი კარის დარაჯი კლუბის ოფიციალურ საიტს ესაუბრა.

"პსჟ-ში გადასვლა დიდი პატივია. ჩემი ქვეყანა კარიერაში პირველად დავტოვე, ეს გადაწყვეტილება კი პსჟ-ს ამბიციამ და პროექტმა მიმაღებინა.

მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტს, რომელსაც ჩემი სჯერა. პსჟ ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და თავი უამრავ ადამიანს შეაყვარა.

ვეცდები, ჩემი ენერგია და გამოცდილება კლუბს ბოლომდე მოვახმარო და წარმატების მიღწევაში დავეხმარო", - აღნიშნა ბუფონმა.

altჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-ში ჩაირიცხა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული