40 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა "კაენთან" მატჩში "მკვდარი" ბურთი მოიგერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-ის იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ლიგა 1-ის პირველ მატჩში კარი მშრალად შეინახა.

თუმცა დიდი საშიშროება იყო, ბუფონს პირველივე შეხვედრაში გაეშვა გოლი. აღსანიშნავია, რომ პარიზელთა კარში გოლი ლამის გუნდის კაპიტანმა ტიაგო სილვამ გაიტანა.

მცველმა მეტოქის გადაცემის ჩაჭრა თავით შეეცადა, თუმცა ბურთი კარში წავიდა, არადა, ამ დროს ბუფონი საპირისპირო მხარეს მოძრაობდა, თუმცა ვეტერანმა მეკარემ გადანაცვლება მოასწრო და "მკვდარი" ბურთი მოიგერია.

საბოლოოდ პსჟ-მა "კაენი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი პსჟ-ში "იუვენტუსში" ყოფნის 17-წლიანი პერიოდის შემდეგ გადავიდა.

altლიგა 1. I ტური: ისევ ერთი

მსახიობის თეატრი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული