პსჟ კრისტიან ერიკსენში 112 მლნ ევროს იხდის - რას იზამს "ტოტენჰემი"?

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემისა" და დანიის ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Daily Express-ი ავრცელებს. ფრანგული კლუბი უახლოეს მომავალში "დეზებს" ოფიციალური წინადადებით მიმართავს. აღსანიშნავია, რომ პარიზელები ერიკსენში 112 მლნ ევროს გადახდას გეგმავენ.

თუმცა ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა იმის გამო, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ლონდონელები 26 წლის ფეხბურთელის ღირსეულ შემცვლელს ვერ დაიმატებენ, თუმცა, როგორც იცით, პსჟ-მა ბოლო პერიოდში ისეთი ტრანსფერები განახორციელა, რომ შესაძლოა, არც ერიკსენის გადმობირება გახდეს მათთვის პრობლემა.

ერიკსენმა პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, სადაც
10 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

alt"ტოტენჰემი" პრემიერლიგის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ზაფხულში არავინ იყიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული