ჯანლუიჯი ბუფონი: თავს ახლა უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 5-6 წლის წინ

AutoSharing Option
პსჟ-ს მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა თავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"წარმოდგენა არ მქონდა, როგორ შემხვდებოდნენ აქ ფეხბურთელები. ცოტა მეშინოდა კიდეც. იტალიაში გატარებული 40 წლის შემდეგ ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა ადვილი არაა. ხანდახან მიჩვეული შეცვლა შიშის ან სიზარმაცის გამო გვიჭირს.

მე ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მიყვარს საკუთარი თავისთვის გამოწვევის გაკეთება, პროგრესირება, სირთულეების გადალახვა. თავს ახლა უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 5-6 წლის წინ. როდესაც სახლში ვბრუნდები, ამას საკუთარ თავს მუდამ ვეუბნები.

ვერ გეტყვით ამის მიზეზი რა არის. შესაძლოა, საქმისადმი დამოკიდებულება შევიცვალე. ჩემს ასაკში ყველაფერი მოტივაციას
მძენს".

altჯიჯი ბუფონი ორ უახლოეს მატჩში სათადარიგო იქნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული