მართალია, პარიზელებს "დიჟონი" ქულის დაუკარგავად მიჰყვება გვერდიგვერდ, მაგრამ ეს ხომ დროებითი მოვლენაა. სამაგიეროდ, "ლიონი" 3 ქულით, ხოლო "მონაკო" და "მარსელი" უკვე 5-5 ქულით(!) ჩამორჩნენ ჩემპიონსა და ფავორიტს.
ამ ტურში თომას ტუხელის გუნდი ახალდაწინაურებულ "ნიმს" გამოცდის, რომლის ტრიუმფალური სტარტი წინა ტურში "ტულუზმა" შეაჩერა. ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 11 წლის წინ შეხვდნენ, თასზე პსჟ-მა 3:0 იმარჯვა.
ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მატჩი ლიონში, სადაც პატრიკ ვიეირას
ლიგა 1. IV ტური
პარასკევი, 31 აგვისტო
ლიონი-ნიცა 22:45
შაბათი, 1-ლი სექტემბერი
ნიმი-პსჟ 19:00
ანჟერი-ლილი 22:00
დიჟონი-კაენი 22:00
გენგამი-ტულუზი 22:00
რეიმსი-მონპელიე 22:00
სტრასბური-ნანტი 22:00
კვირა, 2 სექტემბერი
სტ. ეტიენი-ამიენი 17:00
რენი-ბორდო 19:00
მონაკო-მარსელი 23:00
ბომბარდირები: 3 - ჯონათან ბამბა (ლილი), ფრანსუა კამანო (ბორდო), მუსა კონატე (ამიენი), კილიან მბაპე (პსჟ), ნეიმარი (პსჟ), ჟულიო ტავარეში (დიჟონი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"