French football: პსჟ დღეს მიუნხენის "ბაიერნისა" და "სტოკის" ფეხბურთელს გაიფორმებს

AutoSharing Option
French football-ი იუწყება, რომ პსჟ-ში დღეს სამედიცინო შემოწმებას ორი ფეხბურთელი გაივლის.

საუბარია 29 წლის "სტოკის" ფორვარდ ერიკ ჩუპო-მოტინგზე და მიუნხენის "ბაიერნის" 25 წლის მცველ ხუან ბერნატზე.

კამერუნელის სატრანსფერო თანხა არ სახელდება. რაც შეეხება ესპანელ მცველს, ფრანგული კლუბი მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის.

პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან პასიური იყო და მათ მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონი დაიმატეს და ისიც თავისუფალი აგენტის სტატუსით.

altპსჟ-მა "ბარსელონა" გააფრთხილა და ფიფა-თი შეაშინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული