ედინსონ კავანი პსჟ-ში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, პსჟ-ს თავდამსხმელი ედინსონ კავანი გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

კვირას "მარსელთან" მატჩისას (5:0) გააძევეს მისი თანაგუნდელი მცველი კიმპემბე და მწვრთნელი ტომას ტუხელი იძულებული იყო ფორვარდის ნაცვლად მოედანზე მცველი შეეშვა და კავანი კერერათი შეცვალა, რამაც ურუგვაელი აღაშფოთა.

კავანი არ დაელოდა შეხვედრის დასრულებას და სტადიონი დატოვა.

კავანი თურმე, ძალიან განიცდის მბაპესა და ნეიმარის ხელშეუხებლობასა და პრივილიგირებულობას და აგრეთვე იმას, რომ ისინი მცველების დასახმარებლად უკან არ ჩადიან.

გასულ სეზონში კავანისა და ნეიმარს კონფლიქტი ჰქონდათ პენალტების შესრულების გამო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული