ჯანლუიჯი ბუფონი: არ მინდა, სიხარული ჩემი ფანების ცრემლების ფონზე განვიცადო

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-მა ჯანლუიჯი ბუფონთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც იტალიელი მეკარე ბევრ საკითხს შეეხო.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მათ შორის "იუვენტუსზეც" ისაუბრა.

"ნეიმარს გასაოცარი ხედვა აქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვერატის ყოველდღიურად ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ ის ნეიმარის დონეზეა. "იუვენტუსიდან" წამოსვლას არ ვნანობ. ამას მე და კლუბი დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით, პსჟ-ის და "იუვენტუსის" ფინალში შეხვედრა არ მსურს, რადგან არ მინდა, სიხარული ჩემი ყოფილი თანაგუნდელების და ფანების ცრემლების ფონზე განვიცადო. თუ "იუვეს" უნდა შევხვდეთ, ჯობია ეს ფინალამდე მოხდეს" - განაცხადა ბუფონმა.

40 წლის მეკარე
ფრანგულ კლუბს მიმდინარე სეზონის წინ "იუვენტუსიდან" შეუერთდა, სადაც 17 წლის განმავლობაში იასპარეზა.

altჯანლუიჯი ბუფონი: შხაპს ვიღებდი, როცა დანი ალვეში მომაშტერდა და მითხრა...

altჯანლუიჯი ბუფონი: შესაძლოა, 50 წლამდე ვითამაშო


მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული