პსჟ-მ არგენტინელ ნახევარმცველს ანხელ დი მარიას ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.
პარიზულმა კლუბმა 30 წლის დი მარიას კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა.
არადა, ადრე გავრცელდა ინფორმაცია მას "იუვენტუსში" გადასვლა და რონალდოსთან ერთად თამაში უნდაო.
"პარი სენ ჟერმენმა" ანხელი 2015 წელს "მანჩესტერისგან" 63 მილიონად შეიძინა და ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატზე 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა.